ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)
2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.-მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია.
ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება, თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის პროფესიონალები.
ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ-ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, მათგან წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.
ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.
ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:
თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.
შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2024 წლის 12 ოქტომბერს 15.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ მეორე კორპუსში ( მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-216 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, გეოგრაფია-207 აუდ, ქიმია-208 აუდ)
სწავლება დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში.
- სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა, ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.
- განხორციელდება ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში სამუშაო ვიზიტები, გეოგრაფიული გარემოს სასწავლო-საველე გაცნობა/გასვლა, გარკვეული სიხშირით/ხანგრძლივობით.
- კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
- თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.
- საკლასო მეცადინეობები ძირითადად ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2 საგნის შეთავაზებით, შაბათ-კვირის შემთხვევაში - უფრო ადრე.
- თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
- მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქტიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი სიხშირით.
- სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.
- ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
- სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-გვერდზე მასალების განსათავსებლად.
ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები:
ფიზიკა: პროფ. ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge
მათემატიკა: პროფ. ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail: omar.purtukhia@tsu.ge
ბიოლოგია: პროფ. დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail: diana.dzidziguri@tsu.ge
ქიმია: ასოც. პროფ. მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა e-mail: marina.rukhadze@tsu.ge
გეოგრაფია: ასისტ. პროფ. ეთერ დავითაია, გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრა, e-mail: eter.davitaia@tsu.ge